logo
ENG



"რუსეთში არაფერი ჩამოშლილა" - პუტინი რუსეთიდან გასულ დასავლურ კომპანიებს "დაემშვიდობა"

09 თებ 202318:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/09/wawlj9koi7dc7n4.jpg

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან დასავლური ბიზნესების გასვლა რუსეთს სარგებელს მოუტანს და ამ კომპანიებს "დაემშვიდობა".

პუტინის თქმით, ეს კომპანიები რუსეთს მათი ხელისუფლებებისგან წნეხის გამო ტოვებენ, რუსეთში კი იმავე პროდუქტების წარმოებას ადგილობრივი კომპანიები წარმატებით აგრძელებენ.

“დღეს მათი [დასავლური კომპანიების] დიდი ნაწილი, საკუთარი ხელისუფლებებისგან წნეხის ქვეშ არიან, ტოვებენ ჩვენს ბაზარს. ყველაფერი საუკეთესო მათ... რუსეთში არაფერი ჩამონგრეულა და არაფერი იშლება. ჩვენი კომპანიები და მწარმოებლები იღებენ ამ წარმოებას და მთლიან სექტორებსაც კი და აგრძელებენ ამ საქმეს ძალიან წარმატებულად“ - განაცხადა პუტინმა და დამშვიდობების ნიშნად ხელი დაუქნია.

დასავლური კომპანიების ნაწილმა რუსეთი გასულ წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დატოვა, როცა დასავლეთმა რუსეთს უპრეცედენტო სანქციები დაუწესა.

რუსეთის ხელისუფლებამ და ცენტრალურმა ბანკმა თავდაპირველად აღიარეს ბიზნესების გასვლასთან დაკავშირებული "სირთულეები", თუმცა ახლა კრემლი აცხადებს, რომ რუსეთის ეკონომიკა ძლიერია და სანქციების შედეგად თავად დასავლეთი ზიანდება.

ასევე დღეს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა ააშენოს დრონების გაუმჯობესების სისტემა და მისი მიზანი უნდა იყოს, რომ გახდეს "ტექნოლოგიებისა და კომპეტენტურობის წყარო".

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ხშირად იყენებს დრონებს, რომელთა ნაწილსაც ირანისგან ყიდულობს.


close დახურვა